მამუკა მდინარაძე: ოპოზიციაში კოალიციაზე იმიტომ ლაპარაკობენ, რომ არცერთ მათგანს ხელისუფლებაში მოსვლის თეორიული შანსი არ აქვს
“ოპოზიციაში კოალიციაზე იმიტომ ლაპარაკობენ, რომ არცერთ მათგანს ხელისუფლებაში მოსვლის თეორიული შანსი არ აქვს. დავალებით ვერ ინაწილებენ ადამიანები როლებს და კოალიციაში როგორ უნდა გაინაწილონ?”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციას რესურსი არ აქვს.
„ოპოზიციას არ აქვს რესურსი იმიტომ, რომ აქვთ საერთო წარსული, აწმყო და მომავალი. „ნაცმოძრაობა“ არის ერთი, რომელიც „დაკლასტერდა“ და ბევრ ფრთად გაიშალა, მაგრამ რა რესურსი და მომავალი შეიძლება ჰქონდეთ, როდესაც ერთ მხარეს არის მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება, კანდიდატის სტატუსზე დამყარებული ევროპული მომავალი, უამრავი პოზიტიური ამბავი, რაც ევროპასთან, შიდა ეკონომიკურ განვითარებასთან და უსაფრთხოებასთან მიმართებით შეიძლება, იყოს, მეორე მხარეს კი არის დაქსაქსული „ნაცმოძრაობა“, რომლებიც როლებს ვერ ინაწილებენ ერთმანეთში. ერთი წამით რომ დავუშვათ თეორიულად, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ, დაჭამენ ერთმანეთს, ვერ გაიყოფენ თანამდებობებს და გავლენებს. კოალიციაზე იმიტომ ლაპარაკობენ, რომ არც ერთ მათგანს ხელისუფლებაში მოსვლის თეორიული შანსი არ აქვს. დავალებით ვერ ინაწილებენ ადამიანები როლებს და კოალიციაში როგორ უნდა გაინაწილონ? შესაბამისად, წარმოუდგენელი და უპერსპექტივოა მათი რაიმე წარმატება პოლიტიკურ ველზე“, – განაცხადა მდინარაძემ.