შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით 1956 წელს დაბადებული ბონდო ც. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს 157 აბი და 8 ნატეხი „სუბუტექსი“, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 1,28 გრ ბუპრენორფინს შეიცავს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ნარკოტიკი ისრაელიდან უკანონოდ შემოიტანა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). გამოძიებას ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=GSZG2bXN-20″ width=”560″ height=”315″]