რუსებმა სუმის რეგიონი დაბომბეს – არიან დაღუპულები და დაშავებულები (ფოტო)

რუსმა ოკუპანტებმა სუმის რეგიონში საცხოვრებელი კვარტალი დაბომბეს, რასაც სამი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

როგორც სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია იუწყება, იერიშის შედეგად დაშავდა კიდევ ოთხი ადამიანი.

„წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა 3 ადამიანი, დაშავდა 4. ნანგრევების გაწმენდა გრძელდება. ადგილზე ყველა საჭირო სერვისი მუშაობს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საჰაერო დარტყმის შედეგად განადგურდა საცხოვრებელი კორპუსები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები