“არც პოლონეთზე, არც ლატვიაზე ან სადმე თავდასხმის ინტერესი არ გვაქვს” – პუტინი
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ არც ლატვიაზე, ან ევროპის რომელიმე სხვა ქვეყანაზე თავდასხმის არანაირი ინტერესი არ აქვს.
ამის შესახებ მან კრემლში FoxNews-ის ყოფილი ჟურნალისტისთვის – ტაკერ კარლსონისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა.
„არ გვაქვს ინტერესები არც პოლონეთში, არც ლატვიაში – არსად. რუსეთი გაგზავნის თავის ჯარს პოლონეთში მხოლოდ ერთ შემთხვევაში – თუ პოლონეთის მხრიდან რუსეთზე თავდასხმა მოხდება”, – თქვა მან.
რაც შეეხება ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობას, პუტინმა თქვა, რომ ეს არის რუსეთის შესახებ შეთხზული ისტორიები, “რომლებიც საჭიროა იმისთვის, რომ გადამხდელებს გამოსძალონ ფული უკრაინაში რუსეთთან დაპირისპირებისთვის“.
პუტინის თქმით, რუსეთი დღეს იცავს თავის ხალხს, საკუთარ თავს, სამშობლოს და საერთო მომავალს.
“მიუხედავად იმისა, თუ როგორ დასრულდება მოვლენები უკრაინაში, მსოფლიო მაინც შეიცვლება. ერთადერთი კითხვაა, თუ როგორ მოხდება ეს: მტკივნეულად, სწრაფად თუ რბილად, თანდათანობით?” – თქვა კრემლის ლიდერმა.