ბორის ნადეჟდინი არ დაარეგისტრირეს – რუსეთის ცესკომ პრეზიდენტობის კანდიდატები დაასახელა

რუსეთის ცესკომ რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატად პოლიტიკოსი, ბორის ნადეჟდინი არ დაარეგისტრირა.

ნადეჟდინი არჩევნების ერთადერთი კანდიდატი უნდა ყოფილიყო, რომლის მხარდაჭერისკენ რუსეთის ოპოზიცია, მათ შორის, ალქსეი ნავალნის შტაბი, ასევე, მიხეილ ხადარკოვსკი მოუწოდებდნენ.

როგორც ცესკოს თავმჯდომარე პამფილოვამ გამოაცხადა, წლევანდელ არჩევნებში პრეზიდენტობის 4 კანდიდატი იქნება – თვითდასახელებული ვლადიმერ პუტინი, ლდპრ-ის წარმომადგენელი – ლეონიდ სლუცკი, “ახალი ხალხი” – ვლადისლავ დავანკოვი და “კპრფ” ნიკოლაი ხარიტონოვი.

შესაბამისად, უარი ეთქვა – ბორის ნადეჟდინს, სერგეი მალინკოვიჩს, ანატოლი ბატაშევს და რადა რუსკიხს.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 17 მარტს დაინიშნა, ხმის მიცემა სამი დღე გაგრძელდება: 15, 16 და 17 მარტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები