“რუსეთის ფოსტამ” ევროპაში სახმელეთო მიწოდება შეაჩერა
“რუსეთის ფოსტამ” ევროპის 24 ქვეყანაში ორი თვით ამანათების საავტომობილო და მატარებლით მიწოდება შეაჩერა.
ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე ინფორმაციით, საჰაერო მიწოდება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.
ამანათების სახმელეთო მიწოდების დროებითი შეზღუდვა შეეხება: ავსტრიას, ბელგიას, ბულგარეთს, დიდ ბრიტანეთს, უნგრეთს, გერმანიას, დანიას, ირლანდიას, ესპანეთს, იტალიას, ლატვიას, ლიეტუვას, ნიდერლანდებს, ნორვეგიას, პორტუგალიას, რუმინეთს, სლოვაკეთს, სლოვენიას, საფრანგეთს, ხორვატიას, ჩეხეთს, შვეიცარიას, შვედეთს და ესტონეთს.
RBC წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შეზღუდვების მიზეზები შესაძლოა, დაკავშირებული იყოს “რუსეთის ფოსტის” გერმანულ შვილობილ კომპანიასთან, რომელსაც არ ეყო დრო სახმელეთო მიწოდების კონტრაქტების განახლებისთვის.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ, პოლონეთთან, უკრაინასთან, ფინეთთან, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიასთან საფოსტო მომსახურება ოფიციალურად შეწყდა.