სოფელ ნერგეეთში, მეწყრულ ზონაში კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელს ნერგეეთში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს და დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს კიდევ ერთი დაკარგულის ძებნა-შველის ღონისძიება.
შეგახსენებთ, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა.