კიევში დღევანდელ იერიშს 2 ადამიანი ემსხვერპლა – 14 დაშავდა

კიევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი პოპკომ განაცხადა, რომ ოკუპანტების დღევანდელ სარაკეტო იერიშს კიევში, სულ მცირე, 2 ადამიანი ემსხვერპლა, 14 დაშავდა.

მისი ინფორმაციით, ​გოლოსეევსკის რაიონში, სადაც მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა, 52 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, კორპუსში 12 ადამიანი დაშავდა.

კიევში ავტომობილების ტექნიკური მომსახურების ცენტრის იერიშს შედეგად 40-მდე მანქანა დაიწვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები