ნინო ბურჯანაძე: ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას ვადამდელი არჩევნების დანიშვნა სჭირდება

პარტია „გაერთიანებულმა დემოკრატიულმა მოძრაობამ“ „IRI”-ის ორგანიზებით დასავლეთის რაიონის საკუთარ დეპუტაციასთან შეხვედრები გამართა. როგორც „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, შეხვედრებზე საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს.
მისივე თქმით, ქვეყანაში უმწვავესი პოლიტიკური კრიზისია და ამ კრიზისიდან რეალური, მშვიდობიანი გამოსავალი ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა.
„სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონალურ და რაიონულ დეპუტაციასთან შეხვედრის შემდეგ დასტურდება, რომ ადგილებზე შეიმჩნევა პოლიტიკური კრიზისი. მათი პოზიცია სრულიად ნათელია, რომ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას სჭირდება ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. ყველა აქ მყოფი ადამიანი ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ გასაუმჯობესებელია საარჩევნო გარემო, რადგან შეუძლებელია ძველი კანონმდებლობით არჩევნების ჩატარება. ჩვენ სერიოზულად ვიბრძოლებთ, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ პოლიტიკური კრიზისიდან, რომ ჩატარდეს ნორმალური არჩევნები და გარწმუნებთ, აუცილებლად მოვალთ ხელისუფლებაში“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები