კიევთან Bayraktar-ის ქარხანა შენდება

თურქულმა ავიამწარმოებელმა კომპანია Baykar-მა კიევის მახლობლად ქარხნის მშენებლობა დაიწყო, სადაც დამრტყმელი Bayraktar TB2-ს ან TB3-ს დრონებს აწარმოებენ.

ამის შესახებ Reuters-ს კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰალუკ ბაირაქტარმა განუცხადა.

“ჩვენი ქარხანა შენდება, მშენებლობის დასასრულებლად, დაახლოებით, 12 თვე გვჭირდება და შემდეგ გადავალთ შიდა აღჭურვილობასა და ორგანიზაციულ სტრუქტურაზე”, – თქვა ბაირაქტარმა.

​მისი თქმით, ქარხანა 500-მდე ადამიანის დასაქმებას გეგმავს და წელიწადში 120-მდე უპილოტო საფრენი აპარატის წარმოებას შეძლებს.

2022 წელს Baykar იარაღის 100 საუკეთესო ევროპულ მწარმოებელში მას შემდეგ შევიდა, რაც მისი შემოსავალი 94%-ით გაიზარდა.

კომპანიამ განაცხადა, რომ TB2 დრონის საექსპორტო ხელშეკრულება 30 ქვეყანასთან გაფორმდა. სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) თანახმად, ამ ქვეყნებს შორის არის: უკრაინა, ეთიოპია, ლიბია და აზერბაიჯანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები