საქართველოს რკინიგზა სამგზავრო ბილეთებზე ფასდაკლებას აცხადებს

 

   საქართველოს რკინიგზა სამგზავრო ბილეთებზე ფასდაკლებას აცხადებს, – ამის შესახებ დაწესებულების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია აცხადებს. მისივე თქმით, ფასდაკლება 10 თვის განმავლობაში გაგრძელდება.
“საქართველოს რკინიგზამ სამგზავრო ბილეთებზე გრანდიოზული ფასდაკლება კვლავ გამოაცხადა. 10 თვის განმავლობაში მგზავრებს აქვთ შესაძლებლობა პირველი კლასის სამგზავრო ბილეთები, მაგალითად, ბათუმის მიმართულებაზე 40 ლარის ნაცვლად 25 ლარად, ხოლო მეორე კლასის სამგზავრო ბილეთები 25 ლარის ნაცვლად 18 ლარად შეიძინონ. აქცია 16 სექტემბრიდან 10 ივლისამდე პერიოდს მოიცავს”, – განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები