კატარის პრემიერი: „ჰამასმა“ მძევლების გათავისუფლების შესახებ ჩარჩო შეთანხმებას დადებითი პასუხი გასცა

Qatar's Prime Minister and Foreign Minister Mohammed bin Abdulrahman Al Thani makes statements to the media with U.S. Secretary of State Antony Blinken in Doha, Qatar, Friday Oct. 13, 2023. (AP Photo/Jacquelyn Martin, Pool)

„ჰამასმა“ დადებითი პასუხი გასცა მძევლების გათავისუფლების შესახებ ჩარჩო შეთანხმებას. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი კატარის პრემიერ-მინისტრ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანიზე დაყრდნობით ავრცელებს.

პალესტინის ისლამისტური დაჯგუფების პასუხი მოიცავდა ელემენტებს, რომელიც არ იყო შეთავაზებული ისრაელის მიერ, მათ შორის „ყოვლისმომცველი და სრული ცეცხლის შეწყვეტა“ და „ალყის მოხსნა ღაზის სექტორზე“, ასევე „პატიმრების გაცვლის დასრულება“.

„პასუხი შეიცავს რამდენიმე კომენტარს, მაგრამ ზოგადად დადებითია. თუმცა, გარემოებების სენსიტიურობიდან გამომდინარე, დეტალებს არ შევეხებით“, – განაცხადა კატარის პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები