დონალდ ტრამპს არ აქვს საპრეზიდენტო იმუნიტეტი და შეიძლება სისხლისსამართლებრივი დევნა 2020 წლის არჩევნების გაუქმების შეთქმულების ბრალდებით, – ამის შესახებ აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს დადგენილებაშია ნათქვამი.
როგორც BBC-ი იუწყება, სასამართლოს გადაწყვეტილებაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ იმუნიტეტი, რომელიც დონალდ ტრამპს პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის დროს იცავდა, მას სამართლებრივი დევნისგან აღარ იცავს.
ყოფილი პრეზიდენტი, სავარაუდოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს და შესაძლოა საქმე უზენაეს სასამართლოში გადავიდეს.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სპეციალურმა პროკურორმა, ჯეკ სმიტმა ტრამპს ბრალი 2020 წლის არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების გასაუქმებლად და თანამდებობაზე დარჩენის მიზნით შეტქმულებაში მონაწილეობისთვის წაუყენა.