ანონიმური ზარების ავტორები უკრაინაში დანაღმული ობიექტების შესახებ იტყობინებიან

 

  უკრაინაში დღეს რამდენიმე ობიექტის დანაღმვის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ხარკოვში მეტროსადგურის შესაძლო დანაღმვის გამო 75 ადამიანია ევაკუირებული.
ადგილზე ხარკოვის მილიცია, საგამომძიებო-ოპერატიული ჯგუფი, ექსპერტ-კრიმინალისტები, ტექნიკური და კინოლოგიური სამსახურები მუშაობდნენ. მეტროს სადგურის დათვალიერება რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა სამართალდამცველებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ვერ აღმოაჩინეს. დღესვე კიევის მილიციაში „მეხუთე არხის“ და საარჩევნო კომისიის შენობის დანაღმვის თაობაზე შევიდა შეტყობინება. ანონიმური ზარის ავტორებმა ორივე შემთხვევაში განაცხადეს, რომ აფეთქება 20 წუთის განმავლობაში მოხდებოდა. დანაღმვის შესახებ ცრუ შეტყობინება ასევე ლვოვში მიიღეს. ამჯერად ნაღმი რკინიგზის სადგურში, სამხედრო ნაწილში და სავაჭრო-სამრეწველო პალატის შენობაში უნდა ყოფილიყო.
გუშინ, 15 სექტემბერს, ასევე დანაღმვის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო კრემენჩუგში სკოლიდან 800 ბავშვის ევაკუაცია მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები