გორში, ერთ-ერთი კორპუსის სარდაფში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
გორში გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც “კვირას“ შიდა ქართლის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების სამსახურის უფროსმა მიხეილ საზანდრიშვილმა განუცხადა, სარდაფში ცეცხლი საყოფაცხოვრებო ნივთებს მოედო. მისივე ინფორმაციით, ცეცხლის კერის ლიკვიდირება მალევე მოხდა და არავინ არ დაშავებულა. წინასწარი ინფორმაციით, წვიმის შემდეგ სარდაფში წყალი ჩავიდა და ელექტროსისტემა დააზიანა, რასაც ცეცხლის გაჩენა მოჰყვა.