უკრაინაში დეპუტატი ჟურავსკი ნაგვის ურნაში ჩააგდეს (ვიდეო)
რადას შენობასთან დეპუტატი ვიტალი ჟურავსკი ნაგვის ურნაში ჩააგდეს. აღშფოთებულმა ხალხის მასამ დაიჭირა დეპუტატი და სანაგვეში ჩატენა, – წერს უკრაინული პრესა. ხალხი ჟურავსკის ნაგვის ურნიდან ამოსვლის საშუალებას არ აძლევდა და ადანაშაულებდა, რომ „ამისთანა ადამიანების გამო მათი ძმები და მეგობრები იღუპებიან“. დეპუტატი სიმშვიდეს ინარჩუნებდა და საკუთარ ხელჩანთას ხელს არ უშვებდა.
ჟურავსკი სკანდალური პროექტ „კანონი ცილისწამების შესასხებ“ ავტორია. ამ პროექტმა ჟურნალისტების შორის პროტესტის ტალღა გამოიწვია.
[youtube url=”http://www.youtube.com/watch?v=eq0sRG4_Rn8″ width=”560″ height=”315″]