„ავღანეთი „ბარონის“ ჭუჭრუტანიდან“ – წიგნის წარდგენა გაიმართება
5 თებერვალს, 19:00 საათზე, თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მცირე დარბაზში მანანა დუმბაძის წიგნის – „ავღანეთი „ბარონის“ ჭუჭრუტანიდან“ წარდგენა გაიმართება.
წიგნი 2013 წელს გამოიცა.
მანანა დუმბაძე: „ბარონი“ დასახლებაა, სადაც ვცხოვრობდი. 2011 წელი ტერორიზმის მხრივ ავღანეთისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდი იყო, ამიტომ ქალაქში სიარულის უფლებას არ გვაძლევდნენ, მხოლოდ დაჯავშნილი მანქანებით გვატარებდნენ. თუმცა მაინც მოვახერხე ხალხთან შეხვედრა და ამბების მოგროვება. სიმწრით ვიწერდი ინტერვიუებს. ეს არის დოკუმენტური პროზა. ავღანეთის თემაზე წერისას ყველა სისხლზე, ტერორიზმზე, ქალთა დისკრიმინაციაზე, გვამებზე, აფეთქებებსა და ძალადობაზე წერს, მე
შევეცადე, სხვა რაკურსიდანაც მეცქირა და მკითხველისთვის თბილი, მხიარული და ადამიანური ავღანეთი მეჩვენებინა“.
ეს წიგნი გერმანულმა გამომცემლობამ 2018 წელს გამოსცა,მანამდე მისი ინგლისური ვერსიაც გამოუშვა და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში გაყიდა (ელექტრონული ვერსია დღესაც დევს „ამაზონზე“).
მის: აღმაშენებლის გაზირი 99/1