დავით ნარმანია: ბაზრის დირექცია მოვაჭრეებს კომპენსაციას გადაუხდის

დედაქალაქის მერი დავით ნარმანია ე.წ. ბოშების ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიასთან მივიდა. დედაქალაქის მერი ბაზრის დირექციას და დაზარალებულ მოვაჭრეებს შეხვდა.
როგორც ნარმანიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მიღწეულია შეთანხმება იმის თაობაზე, რომ დირექცია მოვაჭრეებს კომპენსაციას გადაუხდის, პროცესს მონიტორინგს – კი დიდუბის გამგეობა გაუწევს.
„ჩვენ ვესაუბრეთ დაზარალებულ ადამიანებს. ასევე შემდეგ შეხვედრა შედგა ადმინისტრაციასთან და ვესაუბრეთ სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს, მეწილეებს რომლებიც იღებენ პასუხისმგებლობას იმასთან დაკავშირებით, რომ აღმოუჩინონ დახმარება დაზარალებულებს. დღესვე შედგება სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა და დაოქმდება ეს საკითხი რათა კონკრეტულად დოკუმენტი გვქონდეს ხელთ და ამ დოკუმენტით იყოს განსაზღვრული რა პასუხისმგებლობას იღებს კომპანია“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები