ქობულეთის მერიამ ადგილობრივ, საერთაშორისო პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის მხარდაჭერის პროგრამა გამოაქვეყნა

ქობულეთის მერიამ ადგილობრივ, საერთაშორისო პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის მხარდაჭერის პროგრამა გამოაქვეყნა.

“პროგრამა განსაზღვრავს ქობულეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 14 წლიდან ზემოთ ნებისმიერი მოქალაქის ადგილობრივ და საერთაშორისო კონკურსებში და ფესტივალებში,კონფერენციებში, პლენერზე მონაწილეობის მხარდაჭერას.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ დოუმენტაცია :
1. განცხადება მერის სახელზე;
2. პირადობის მოწმობის ასლი;
3.საინფორმაციო ბარათი საჯარორეესტრიდან;
4. ქართულ ენაზე გადათარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული მოწვევა;
5. პირადი საბანკო რეკვიზიტები, არასრულწლოვნის შემთხვევაში კანონიერი წარმოამდგენელის ან მინდობილი პირის საბანკო რეკვიზიტები.
6. ბილეთების შესყიდვის ან/და საწევროს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები ან ინვოისები; (თანხა გადახდილი უნდა იყოს განმცხადებლის პირადი ანგარიშიდან. არასრულწლოვნის შემთხვევაში კანონიერი წარმომადგენელის ან მინდობილი პირის ანგარიშიდან);
7. ფრენის ბილეთები;
8. პასპორტისასლი ( საჭიროების შემთხვევაში ვიზა);
ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის მხარდაჭერის ფარგლებში მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა მოიპოვოს მაქსიმუმ 3000 ლარის დაფინანსება, კერძოდ: ავიაბილეთის (არაუმეტეს1500 ლარისა) და საწევროს ღირებულების (არაუმეტეს1500 ლარისა) დაფინანსება.
ღონისძიების ფარგლებში არ დაფინანსდება ონლაინ/დისტანციური ფორმის საერთაშორისო პროექტები და ღონისძიებები, უცხოენის შემსწავლელი კურსები, კონკურსები და მიმართულებები.
პროგრამა ხელს შეუწყობს ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის მხარდაჭერას. მოქალაქეებს მრავალი ფორმით შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ და საერთაშორისო ეკონომიკურ, პოლიტიკურ, კულტურულ და სოციალურ ცხოვრებაში,აიმაღლონ განათლების ხარისხი, წარმოაჩინონ თავიანთი ნიჭი და შესაძლებლობა;
დამატებითი ინფორმაციის შემთხვევაში მიმართეთ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის სამსახური – 577514151 ნათია ნიჟარაძე.”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები