ქობულეთის მერია კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერის პროგრამას ავრცელებს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია ფესტივალების, კონკურსების, გამოფენების და სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერის პროგრამას ავრცელებს.
“პროგრამა განსაზღვრავს საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქეებისთვის (18 წელი), ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმოდგენილი, ფესტივალების, კონკურსების, საგანმანათლებლო და ინტელექტუალური პროექტების მხარდაჭერას.
დაინტერესებულმა პირებმა წარმოადგინონ საჭირო დოკუმენტაცია:
1. განცხადება მერის სახელზე;
2. პირადობის მოწმობის ასლი;
3. პროექტი ( თავფურცელი; ინფორმაცია პროექტის ავტორისა და შემსრულებლის შესახებ; პროექტის აღწერა; პროექტის შესრულების განრიგი; ბიუჯეტი; მოსალოდნელი შედეგი;
4. ორგანიზაციია/განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები;
დამატებითი ინფორმაციის შემთხვევაში მიმართეთ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის სამსახური – 577514151 ნათია ნიჟარაძე”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები