“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთანშეხვედრები დაიწყო

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთანშეხვედრები დაიწყო.

მოსახლეობის მიერ პრიორიტეტების შერჩევის მიზნით გამართულ საკონსულტაციო შეხვედრებს დასაერთო კრებებს დღეს სოფელ მუხურში, ზუმში, თაიასა და ნაფიჩხოვოში  მუნიციპალიტეტის მერიდათო გოგუა მერის წარმომადგენლებთან და სკრებულოს დეპუტატებთან ერთად დაესწრო.

აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივებმა პრიორიტეტად გარე განათების, სკვერების , სანიაღვრე არხების, საუბნო გზებისა და წყალმომარაგების სისტემის მოწყობა დაასახელეს.

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ მცირე ინფრასტრუქტურული პროექტებიფინანსდება. მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტისსაკრებულოს წარედგინება.

მიმდინარე წელს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 446 000 ლარი დაიხარჯება.

დასახლებების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები ხვალ, 6 თებერვალს,  ხაბუმეში, ჭოღაში, გარახასა და  ნაკიანში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები