დავით ნარმანია ე.წ. ბოშების ბაზრის ადმინისტრაციას ხვდება

თბილისის მერი დავით ნარმანია ე.წ. ბოშების ბაზრის ადმინისტრაციას ხვდება. დედაქალაქის მერი დამწვარ ბაზრში არსებულ ვითარებას ადგილზე პირადად გაეცნო და დაზარალებულ მოვაჭრეებს დახმარებას დაპირდა. მოვაჭრეები მერისგან დაუყოვნებლივ დახმარებას ითხოვენ, დავით ნარმანიამ კი მათ განუცხადა, რომ ყველა სამსახური, მისი მოადგილეები და გამგებლები ადგილზე არიან და ყველა საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. ბოშების ბაზარს ხანძარი გამთენიისას გაუჩნდა, რის შედეგადაც 2500 კვ.მ-მდე ფართობი მთლიანად დაიწვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები