ალექსი პეტრიაშვილმა გაეროს პროექტში მონაწილეებს სერთიფიკატები გადასცა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა ავსტრიაში, გაეროს ყოველწლიურ ახალგაზრდულ პროექტში მონაწილე ქართული დელეგეციის წარმომადგენლებს-ახალგაზრდებს სერთიფიკატები გადასცა.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, გაეროს მოდელირების პროექტი იმ ახალგაზრდებისთვის არის შექმნილი, ვისაც სურს ახლოს გაიცნოს გაეროს მუშაობის პრინციპები, აქტიურად ჩაერთოს სიმულაციის პროცესებში.
პროექტში ჩართული მონაწილე თავად ირჩევს ქვეყანას და ხდება მისი დიპლომატიური წარმომადგენელი. იმართება დებატები, კამათები, იკვეთება ახალი გადაწყვეტილებები და მიმართულებები. ათასობით ახალგაზრდა მთელი მსოფლიოდან აქტიურად არის ჩართული გაეროს მოდელირების საერთაშორისო პროექტებში, რაც მათ საშუალებას აძლევს: 2014 წლის გაეროს ახალგაზრდული პროექტის მთავარი განსახილველი თემა კონფლიქტები და მათი რეგულირების გზები და პრინციპები გახლდათ. პროექტში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ როგორც სკოლის ასაკის ახალგაზრდებს, ისე სტუდენტებს, ვისაც სურს შემდგომი კარიერული წინსვლა, დიპლომატიური ურთიერთობების სწავლა/გაღრმავება, ლიდერული თვისებების შეძენა, სხვადასხვა ქვეყნის თანატოლებთან ურთიერთობა და საერთაშორისო პროექტებში აქტიურად ჩართვა.
ორგანიზაცია „ახალგაზრდობა საქართველოს მომავლისთვის“ მომავალი წლისთვის კვლავ გეგმავს დელეგაციის შერჩევას აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის მისაღებად. პროექტის პარტნიორია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკიტხებში სხელმწიფო მინისტრის აპარატი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები