რუსეთში ვერტმფრენი ჩამოვარდა, არიან დაღუპულები

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ვერტმფრენი – “მი-8” კრაელიაში ჩამოვარდა. ვერტმფრენი​ ონეგას ტბის ზედაპირზე ჩამოვარდა და ყინულში ჩაიძირა.

წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე მყოფი სამივე პირი დაიღუპა.

ჩამოვარდნისას “მი-8”-მ ყინული გაარღვია და ფსკერზე ჩავიდა, რის გამოც წყალში საავარიო შუქურამ მუშაობა შეწყვიტა, რაც ძებნას ართულებს.

ვერტმფრენის ძებნა შესაძლოა, 50 მეტრს სიღრმეზეც მოხდეს.

გამოძიება კატასტროფის მთავარ ვერსიად ეკიპაჟის შეცდომას, ამინდის პირობებს და აღჭურვილობის გაუმართაობას განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები