სენატმა უკრაინის მხარდაჭერის კანონპროექტი დაამტკიცა – ბაიდენი კონგრესს დოკუმენტის სწრაფ მიღებას სთხოვს
აშშ-ის სენატმა ორპარტიული კანონპროექტი შეათანხმა, რომელიც 118 მილიარდი დოლარის ოდენობის დამატებითი დაფინანსების გამოყოფას გულისხმობს, ასევე, უკრაინის და ისრაელის დახმარებას და შეერთებული შტატების სამხრეთის საზღვრის გაძლიერებას.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა და სთხოვა კონგრესს, მისი მიღება არ გააჭიანუროს.
კენჭისყრა შუა კვირაშია მოსალოდნელი, თუმცა, სავარაუდოა, რომ წარმომადგენელთა პალატაში დოკუმენტს მნიშვნელოვანი წინაღობა დახვდეს, სადაც რესპუბლიკელები უმრავლესობით არიან წარმოდგენილი.
პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა უკვე განაცხადა, რომ კანონპროექტს დაბლოკავს.
კანონპროექტის მიხედვით, 118 მილიარდი დოლარიდან სენატორების შეთავაზებით 60,06 მილიარდი დოლარი უკრაინის მხარდასაჭერად უნდა იყოს გამოყოფილი; 14,1 მილიარდი ისრაელის დასახმარებლად; 20,23 მილიარდი მექსიკასთან საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; 4,83 მილიარდი აშშ-ის პარტნიორების მხარდასაჭერად ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში; 2,44 მილიარდი – ინდოეთის წყნარი ოკეანის რეგიონში; ხოლო აშშ-ის ცენტრალური სარდლობას და წითელ ზღვაში ოპერაციების მხარდასაჭერად, თითოს – 2,44 მილიარდი დოლარი იყოს გამოყოფილი.
როგორც სენატის უმრავლესობის ლიდერმა, დემოკრატმა ჩაკ შუმერმა განაცხადა, “ამ კანონპროექტის პრიორიტეტები ძალიან მნიშვნელოვანია და მათი იგნორირება შეუძლებელია, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკამ მათ ხელი არ შეუშალოს”.
კანონპროექტს მხარი სენატის რესპუბლიკელთა ლიდერმა, მიჩ მაკკონელმაც დაუჭირა და აღნიშნა, რომ რესპუბლიკელები “უკეთეს შეთავაზებას ვერ მიიღებენ”.