რაზე შეთანხმდნენ ქუცნაშვილი და მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის ორსაათიანი შეხვედრა დასრულდა.
როგორც შეხვედრიდან გამოსულმა ქუცნაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, პრეზიდენტთან შეხვედრისას შეთანხმება მოხდა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის, გააქტიურდება კომუნიკაცია პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის.
„შევთანხმდით საპარლამენტო უმრავლესობასთან კომუნიკაციის დალაგების საკითხებზე. აუცილებელია სისტემური შეხვედრების მოწყობა. პრეზიდენტმა გამოთქვა მზაობა, რომ უახლოეს პერიოდში შეხვდება საპარლამენტო უმრავლესობას და მზად არის, ყველა შეკითხვას გასცეს პასუხი.
ასევე, შევთანხმდით საგარეო – წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელებისას, თუ როგორ ხედავს ის თავის ფუნქციას საქართველოს კონსტიტუციის ძალით. მე მას განვუმარტე და ის ადასტურებს და აღიარებს, რომ მისი საგარეო – წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებისას ის შეზღუდულია მთავრობის თანხმობის გარეშე მოლაპარაკებების წარმოების ნაწილში, მთავრობის თანხმობის გარეშე საერთაშორისო შეთანხმების ან ხელშეკრულების დადების ნაწილში, მთავრობის თანხმობის გარეშე ელჩების დანიშვნის ნაწილში. პრეზიდენტი იზიარებს იმ კონსტიტუციურ შეზღუდვას, რაც ვრცელდება მის მიმართ საგარეო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებისას. ერთადერთი, რასაც პრეზიდენტი წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელებისას უშვებს შეთანხმების გარეშე, ეს არის საგარეო ვიზიტები მოლაპარაკებების და შეთანხმების მიზნის გარეშე “, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები