გუდაურში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტი „გიზ-გიზი“ მიმდინარეობს

“საქართველოს სათხილამურო კურორტზე გუდაურში 3 დღიანი ფესტივალი „გიზ-გიზი” იმართება”,- ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
“ფესტივალზე დასწრება თავისუფალია. ფესტივალის ფარგლებში,  ჩემპიონატების პერიოდში, დამსვენებლის მოსაზიდად ზამთრის გასართობი სოფლები მოეწყო, გაიმართა პერფორმანსები, თამაშები და გასართობი აქტივობები.  მთელი დღის განმავლობაში მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნებენ ბენდები და  დიჯეები.
მოეწყო სამეწარმეო ბაზარი ზამთრის, სრიალისა და მთის თემატიკის შესახებ, ასევე კვების სივრცეები, ბარი, ფოტო და საბავშვო ზონები.  ფესტივალი „გიზ-გიზი”2-4 თებერვალს გუდაურში, 9-11 თებერვალს ბაკურიანში, 17-18 თებერვალს გოდერძიზე, ხოლო 1-3 მარტს მესტიაში ჩატარდება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები