“პრეზიდენტი თავის თავს ხელისუფლების პოლიტიკურ კონკურენტად არ თვლის”

პრეზიდენტი თავის თავს ხელისუფლების პოლიტიკურ კონკურენტად არ თვლის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, პრეზიდენტი ახლა ან მომავალში ოპოზიციური ძალის ჩამოყალიბებას გამორიცხავს.

“ჩვენ შევთანხმდით, რომ პრეზიდენტი არ ხედავს თავის თავს პოლიტიკური ხელისუფლების კონკურენტად. შესაბამისად, გამორიცხავს ახლა ან მომავალში პოლიტიკური ოპოზიციური ძალის ჩამოყალიბებას”, – აღნიშნა ქუცნაშვილმა.

ზაქარია ქუცნაშვილი პრეზიდენტს ავლაბრის რეზიდენციაში შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები