წარმოდგენილი იქნება სამთავრობო გუნდის შესახებ ინფორმაცია, პროგრამა, ხედვა, მომდევნო კვირა იქნება საინტერესო – მიხეილ სარჯველაძე

“მინდა ძალიან, რომ ვცდებოდე და აღმოჩნდეს, რომ კონსტრუქციული იქნება ოპოზიცია”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში დღეს დაგეგმილ პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

„წარმოდგენილი იქნება სამთავრობო გუნდის შესახებ ინფორმაცია, პროგრამა, ხედვა. მომდევნო კვირა იქნება ძალზედ საინტერესო. ბუნებრივია, ძალიან მაღალია ინტერესი საზოგადოების, პოლიტიკური წრეების მხრიდან. ვფიქრობ, მოლოდინი მაღალია და პოზიტიურია განწყობა. რაც შეეხება საკითხს, ოპოზიციამ რამდენად შეიძლება გამოავლინოს კონსტრუქციულობა ამ პროცესთან მიმართებაში, გულწრფელად რომ გითხრათ, მაღალი მოლოდინი არ მაქვს. მინდა ძალიან, რომ ვცდებოდე და აღმოჩნდეს, რომ კონსტრუქციული იქნება ოპოზიცია“ , – აღნიშნა სარჯველაძემ.

დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი სამთავრობო პროგრამას წარადგენს. ასევე, დაზუსტდება მინისტრობის კანდიდატების მოსმენების გრაფიკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები