ოკუპანტებმა კრივოი როგში „უკრენერგოს“ ერთ-ერთი ქვესადგური დაბომბეს
რუსმა ოკუპანტებმა კრივოი როგის კრიტიკულ ინფრასტრუქტურზე დრონებით იერიში მიიტანეს.
ქალაქის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა ალექსანდრე ვილკულმა თქვა, რომ საჰაერო სარდლობამ სამი დრონი გაანადგურა, თუმცა დარტყმებიც არის.
„უკრენერგომ“ ქალაქის ერთ-ერთი ქვესადგურის დაზიანებაზე გამოაცხადა, რის გამოც, დაახლოებით 100 ათასი აბონენტი, ასევე, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები, სკოლები, სარკინიგზო ხაზი, საქალაქო ტრამვაი და ტროლეიბუსი ელექტროენერგიის გარეშე დარჩნენ.
გარდა ამისა, ორ შახტში 113 მაღაროელი აღმოჩნდა ბლოკირებული, თუმცა მათი დიდი ნაწილის ამოყვანა მოხერხდა, მიწისქვეშ კიდევ – 19 ადამიანია რჩება.