დარწმუნებული ვართ, რომ არაერთ გამარჯვებას ვიზეიმებთ ჩვენ ხალხთან ერთად მათი ხელმძღვანელობით,- ასე შეაფასა გუშინ “ქართული ოცნების” ყრილობაზე გაცხადებული სამთავრობო ცვლილებები საპარლამენტო
უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ.
დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ახალი პოზიციებიდან ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე ქვეყანას ახალ გამარჯვებას მოუტანენ.
“დარწმუნებული ვარ, მთელი ძალისხმევით, მათთვის ჩვეული სიმტკიცითა და მიზანმიმართულობით ახალ წარმატებებს და ახალ გამარჯვებებს მოუტანენ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. მთელი გუნდი მაქსიმალურად გვერდი ვდგავართ ორივე ლიდერთან მიმართებაში იმისთვის, რომ მათ დასახული მიზნები განახორციელონ. დარწმუნებული ვართ, რომ არაერთ გამარჯვებას ვიზეიმებთ ჩვენ ხალხთან ერთად მათი ხელმძღვანელობით”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.