საქველმოქმედო გამოფენა „ჩვენი კოლხეთი“
2014 წლის 17 სექტემბერს, 18:00 სთ-ზე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიხსნება მოყვარული მხატვრის, დავით კოდუას პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით – „ჩვენი კოლხეთი“, რომელიც ახალგაზრდა ხელოვანის დავით ფიფიას ნათელ ხსოვნას ეძღვნება.
გამოფენა საქველმოქმედოა. შემოსული თანხა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ფონდის ანგარიშზე გადაირიცხება. გამოფენა გაგრძელდება 20 სექტემბრამდე. მისამართი: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, I სართული. დასწრება თავისუფალია.