“ბიოლოგიური მასალის გამოყენებით დადგინდა, რომ ილ-76-ის ჩამოვარდნას 65 უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა” – რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი

გენეტიკურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ბელგოროდის რაიონში 24 იანვარს ილ-76-ის ჩამოვარდნის შედეგად, ეკიპაჟის ექვსი წევრი, სამხედრო პოლიციის 3 ოფიცერი და 65 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.

ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციაშია ნათქვამი.

აღნიშნულია, რომ „ტერორისტული თავდასხმის სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, გამოძიებამ დაღუპულთა იდენტიფიცირების სამუშაოები ჩაატარა. საერთო ჯამში, გარდაცვლილთა ცხედრების 670-ზე მეტი ფრაგმენტია ნაპოვნი, ასევე, ნაწილობრივ გადარჩენილი პირადი დოკუმენტები”.

უწყებაში ამბობენ, რომ მათ სპეციალისტებს ყველა უკრაინელი სამხედროს გენეტიკური პროფილები გააჩნდათ, რადგან დაკავებულებთან მუშაობის დროს, გამომძიებლები ბიოლოგიური მასალის აღებას მოითხოვენ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები