უკრაინამ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის რუსული გემის „ივანოვეცის“ განადგურების შესახებ განაცხადა
უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ღამით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო კატერი “ივანოვეცი” გაანადგურეს.
აღნიშნულია, რომ ხომალდი ყირიმში, დონუზლავის ტბაზე იმყოფებოდა და პირდაპირი დარტყმის შედეგად ჩაიძირა.
უწყებას არ დაუკონკრეტებია თუ რა სახის იარაღი გამოიყენებოდა.
რუსეთში კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
„ივანოვეცის“ სიგრძე 56 მეტრია, ის აღჭურვილია, მათ შორის, ოთხი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტის “მოსკიტ”-ის გამშვებით და ჰყავს 41 კაციანი ეკიპაჟი.