“ჩვენ ვიცით, რა დევს სასწორზე” – ევროკავშირმა 50 მილიარდი ევროს ოდენობის უკრაინის ფინანსური დახმარება დაამტკიცა

ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის 27-ვე ქვეყანა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსურ დახმარებაზე დათანხმდა.

ამ პროცესს წინ უძღოდა შარლ მიშელის, ემანუელ მაკრონის, ჯორჯა მელონის და ოლაფ შოლცის შეხვედრა, რომლებიც სამიტის ფარგლებში შეიკრიბნენ.

“ეს უზრუნველყოფს უკრაინის მუდმივ, გრძელვადიან და პროგნოზირებად დაფინანსებას. ევროკავშირი, უკრაინის მხარდაჭერის საკითხში ლიდერობას და პასუხისმგებლობას ავლენს. ჩვენ ვიცით, რა დევს სასწორზე”,- თქვა მიშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები