გივი მიქანაძე – ევროკავშირის წარმომადგენლობაში შეხვედრაზე: გვქონდა საუბარი, რომ ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტი, მაგალითად, „ლელო”, ხელოვნურად ეთიშება პროცესს

“გვქონდა საუბარი იმაზე, რომ ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტი, როგორიცაა მაგალითად, „ლელო”, ხელოვნურად ეთიშება პროცესს და სურს, რომ პროცესი დააზიანოს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა,  გივი მიქანაძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ვუთხარით, რომ 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებაში სამმა პოლიტიკურმა სუბიექტმა: „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ლელომ“ მიზანმიმართულად, პროცესის დასაზიანებლად და იმისთვის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსის არ მიეღო, მონაწილეობა არ მიიღეს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ევროკომისიის წარმომადგენელთან „ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები