თბილისის რამდენიმე უბანს გაზმომარაგება შეეზღუდება
დღეს თბილისის რამდენიმე უბანს გაზმომარაგება შეეზღუდება. “ყაზტრანსგაზ თბილისის ინფორმაციით, ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, გაზის უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით, კომპანია ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს, რომელიც ეტაპობრივად ხორციელდება. დღეს საღამოს 17:00 საათიდან, გაზის მიწოდება დროებით შეუწყდებათ: ვაკის რაიონში: ფიქრის გორაზე – შარაშიძის, შიო მღვიმელის, ფასანაურის, ი.ნიკოლაძის, ვ.ანჯაფარიძის, ანანურის, ქუჩიშვილის ქუჩების, ასევე კოსტავას I და II შესახვევის კორპუსების, ბოცვაძის, ატენის, ჭავჭავაძის გამზ. 2, 4, 6, 8, 11, თაყაიშვილის ქ. 4, 4ა, კეკელიძის ქ. 1, 62, 64, ნინო ჟვანიას, ლარსის შეს. 3-ში მდებარე კორპუსების, მარაბდის, შატბერაშვილის ჩიხის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ასევე საბურთალოს რაიონში: კოსტავას ქ. 63, 67, 67/85, ზაზა ბენდელიანის ქუჩის კორპუსების მოსახლეობას და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კომერციულ ობიექტებს. გაზმომარაგება ეტაპობრივად აღდგება მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში, 17 სექტემბრის დილის 10:00 საათიდან. შპს “ყაზტრანსგაზ – თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები.