ვიქტორია ნულანდი კიევში ჩავიდა
პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვიქტორია ნულანდი კიევში ჩავიდა.
ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის ელჩმა, ბრიჯიტ ბრინკმა Twitter-ში (X) დაწერა და რკინიგზის სადგურზე ნულანდთან შეხვედრის ფოტო გაავრცელა.
მან აღნიშნა, რომ დაგეგმილია სახელმწიფო მდივნის მოადგილის შეხვედრა უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და ვეტერანებთან.
ბრინკმა დასძინა, რომ ნულანდის ვიზიტი „ხაზს უსვამს ჩვენს საერთო ვალდებულებას უკრაინაში რუსული აგრესიის დამარცხების საკითხში“.
მანამდე კიევში შეერთებული შტატებიდან სამი ინსპექტორი ჩავიდა, რომლებიც უკრაინის იმ პირებს შეხვდებიან, რომლებიც აშშ-ის მიერ მიწოდებული დახმარების განკარგვაზე არიან პასუხისმგებელნი.