ე.წ.სამხრეთ ოსეთში ოკუპირებული აფხაზეთის კულტურის მხარდასაჭერად ფულის შეგროვება დაიწყეს

ე.წ.სამხრეთ ოსეთის ე.წ.კულტურის სამინისტრომ და დაქვემდებარებულმა დაწესებულებებმა ოკუპირებული აფხაზეთის კულტურის დასახმარებლად ფონდი შექმნეს, რომელზეც თანხების აკუმულირება მოხდება.

ე.წ. უწყებაში განმარტეს, რომ 21 იანვრის ღამით სოხუმის საგამოფენო დარბაზში ხანძრის შედეგად “ოთხი ათასი ნამუშევრიდან მხოლოდ 150 გადარჩა.”

“შექმნილ ვითარებაში შეუძლებელია მოძმე რესპუბლიკის კულტურისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება, თუმცა, სამხრეთ ოსეთის კულტურის მოღვაწეები, აფხაზეთისა და მისი ხალხისთვის რთულ პერიოდში, დახმარების წვლილის შეტანას აპირებენ. ყველა შეგროვებული თანხა გადაირიცხება სპეციალურ საბანკო ანგარიშზე, რომელიც გახსნილია ახალი ექსპონატების შესაძენად”, – აცხადებენ ე.წ. სამინისტროში. .

გარდა ამისა, ე.წ უწყება “სამხრეთ ოსეთის ყველა მოქალაქეს” მიმართავს, თუკი არიან “აფხაზი ოსტატების ნამუშევრების მფლობელები, უსასყიდლოდ გადასცენ ექსპონატები აფხაზურ მხარეს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები