“ნიკა გვარამიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა და თქვა, ისევ ის „ნაცი“ ვარ, ხუჭუჭა, პატარა” – გურამ მაჭარაშვილი

„ნიკა გვარამიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა და თქვა, ისევ ის „ნაცი“ ვარ, ხუჭუჭა, პატარა“, – ამის შესახებ „ხალხის პარტიის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა „პირველ არხს“ განუცხადა.

„გვარამიას ახალი სახე არა, მაგრამ ტანსაცმელი ექნება, რაც მასში შეიძლება, სიახლე იყოს. ამ ადამიანმა ისიც კი ვერ შეძლო, რომ საზოგადოებას მისი ნეგატივისგან დაესვენა და შემდეგ იმ პრინციპით ემოქმედა. ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. გვარამიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა და თქვა, ისევ ის „ნაცი“ ვარ, ხუჭუჭა, პატარა. ჩვეულებრივი „ნაცი“ იყო და არის.

ერთი მედლის ორი მხარე არიან – სააკაშვილი, გვარამია და ა.შ. ოქტომბერში „ნაცმოძრაობა“, როგორც პოლიტიკური რეჟიმი, აუცილებლად დამარცხდება და მოვითხოვთ, მათი, როგორც პოლიტიკური რეჟიმის გასამართლებას“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები