“1-ელ თებერვალს შედგება ყრილობა, სადაც უკვე ოფიციალურად გამოცხადდება პარტიის ლიდერის პოსტიდან ირაკლი კობახიძის წასვლის თაობაზე ინფორმაცია” – გია ვოლსკი
პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, „ქართული ოცნება“ 1-ელ თებერვალს გამართავს ყრილობას, სადაც ოფიციალურად გამოცხადდება პარტიის ლიდერის პოსტიდან ირაკლი კობახიძის წასვლის შესახებ ინფორმაცია.
„1-ელ თებერვალს შედგება ყრილობა, სადაც უკვე ოფიციალურად გამოცხადდება პარტიის ლიდერის პოსტიდან ირაკლი კობახიძის წასვლის თაობაზე. ჩვენ წარვადგენთ მას პრემიერობის კანდიდატად და ირაკლი კობახიძე წარმოადგენს მთავრობის შემადგენლობას. ამის შემდეგ მოხდება მთავრობის შემადგენლობის დამტკიცება. დარწმუნებული ვარ, ეს განახლება როგორც პარტიაში, ისე მთავრობაში დადებით შედეგს მოიტანს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.