ოზურგეთში კომპენსაცია სტიქიის შედეგად დაზარალებულმა 152-მა ოჯახმა მიიღო

ოზურგეთში კომპენსაცია სტიქიის შედეგად დაზარალებულმა 152-მა ოჯახმა მიიღო – ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მუნიციპალიტეტის მერიის დღეს გამართულ სხდომაზე განაცხადა.

„მთავრობასთან ერთად, განვაგრძობთ მუშაობას გასული წლის 8 სექტემბერს მომხდარი სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად. უკვე კომპენსაცია მიიღო 152-მა ოჯახმა და კიდევ 319 ოჯახს ვეხმარებით, რათა შეიტანონ განაცხადი და სათანადო დოკუმენტაცია კომპენსაციის მისაღებად. ბუნებრივია, ეს პროცესი გაგრძელდება,“- განაცხადა მერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები