ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდების რეჟიმი განუსაზღვრელი ვადით გახანგრძლივდა
ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდების რეჟიმი განუსაზღვრელი ვადით გახანგრძლივდა.
ამის შესახებ “ჩერნომორენერგოს” ხელმძღვანელმა, თემურ ჯინჯოლიამ თქვა.
მისი თქმით, რუსეთი ე.წ. რესპუბლიკას ელექტროენერგიის “იმ ლიმიტს აწვდის, რისი შეთავაზებაც შეუძლიათ. ისინი ვერ ახერხებენ, მოგვაწოდონ სამუშაო დღეებისთვის ის მოცულობა, რაც ვითხოვეთ. უქმეებზე კი მეტ-ნაკლებად”.
ჯინჯოლიამ განმარტა, რომ ყველა ქალაქსა და რაიონში შუქი დღეში ორი საათით გაითიშება. ნაკადის მოცულობების კოორდინაცია ყოველდღიურად, მომდევნო დღისთვის კეთდება.
მანამდე იყო ცნობილი, რომ ე.წ. რესპუბლიკაში გრაფიკი იანვრის ბოლომდე იმოქმედებდა. ამის მიზეზად სახელდებოდა რუსეთის სამხრეთ რეგიონებში მოხმარების ზრდა, ასევე, როსტოვის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკის გეგმური შეკეთება და გენერატორის გადაუდებელი შეკეთება ნოვოჩერკასკის სახელმწიფო ოლქის ელექტროსადგურზე და დონბასის ენერგოსისტემაში.