უზენაეს სასამართლოში იმიტირებული სასამართლო პროცესის კონკურსის ფინალური შეხვედრა გაიმართა

დღეს საქართველოს მთავარი პროკურატურის ორგანიზებით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში იმიტირებული სასამართლო პროცესის კონკურსის ფინალური შეხვედრა გაიმართა. ჟიურიმ, რომელიც სასამართლოს, პროკურატურის და ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენლებით დაკომპლექტდა, სამი გამარჯვებული გუნდი გამოავლინა. პირველი და მეორე ადგილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდებმა მოიპოვეს, ხოლო მესამე ადგილი კავკასიის უნივერსიტეტის გუნდმა დაიკავა. ფინალური შეხვედრის დასრულების შემდეგ, პროექტში მონაწილე და გამარჯვებული გუნდის წევრებს მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ სერთიფიკატები გადასცა. საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ჩატარებული იმიტირებული სასამართლო პროცესის კონკურსი 2014 წლის ზაფხულში დაიწყო და რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა და მასში თბილისის მასშტაბით ყველა იმ უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი მონაწილეობდა, რომლებთანაც საქართველოს მთავარ პროკურატურას ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა 40-მდე სტუდენტმა მიიღო და ფინალისთვის საუკეთესო შედეგების მქონე გუნდები შეირჩა. მომავალი წლიდან მთავარი პროკურატურა აღნიშნული პროექტის განხორციელებას მთელი საქართველოს მასშტაბით გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები