უჟგოროდში ერმაკის, კულებას და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოლაპარაკება მიმდინარეობს

ქალაქ უჟგოროდში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის – ანდრეი ერმაკის და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს მოლაპარაკება მიმდინარეობს.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებენ.

აღნიშნულია, რომ საუბრის მთავარი თემაა უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობების ნორმალიზებაა, “მოსალოდნელია გულწრფელი და კონსტრუქციული დიალოგი”.

მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეხვედრის მიზანი ვოლოდიმირ ზელენსკის და ვიქტორ ორბანის შეხვედრის მომზადებაა.

სიიარტო უკრაინაში დღეს ჩავიდა.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები