დავით ნარმანია: იძულებულები ვართ, ქამრები შემოვიჭიროთ

თბილისის მერი დავით ნარმანია თბილისის 2014 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” კრიტიკას გამოეხმაურა.
როგორც დედაქალაქის მერმა ღნიშნა, ყოფილმა ხელისუფლებამ ბიუჯეტი გაანიავა და ახალ ხელძღვანელობას განიავებული ბიუჯეტი დახვდა.
“ეს არის ყველაზე ცუდი ბიუჯეტი, რაც მე ოდესმე მინახავს. მათ დაგვახვედრეს განიავებული ბიუჯეტი ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის ნაწილში, დაგვახვედრეს ბოლომდე გახარჯული ბიუჯეტი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ნაწილში. ჩვენ იძულებულები ვართ, ქამრები შემოვიჭიროთ”, – აცხადებს დავით ნარმანია.
ამასთან, დედაქალაქის მერის თქმით, ბიუჯეტში გათვალისწინებული არ იყო 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადის კეთილმოწყობასთან დაკავშირებული ხარჯები.
“აქედან გამომდინარე, ჩვენ გვიწევს გარედან რესურსების მოზიდვა”, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თქმით, დღეს დედაქალაქის მთავრობა 2003 წლის შემდეგ ყველაზე ცუდ ბიუჯეტს დაამტკიცებს. ფრაქციის განცხადებით, ბიუჯეტში სოციალური და ჯანდაცვის ხარჯები გათვალისწინებული არ არის, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მთავრობას 30 მლნ ლარის ოდენობის ძვირი სესხის აღება დაჭირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები