ანრი ოხანაშვილი – „ნაცმოძრაობაზე”: მათ არ აქვთ შანსი, რომ პოლიტიკური ქულები დააგროვონ არჩევნებზე

“ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო ორი წლის განმავლობაში დაკავებულია საქართველოს როგორმე მძიმე პროვოკაციებში ჩათრევაში, რაც განპირობებულია პარტიული ინტერესებით”,  – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაცმოძრაობას” არჩევნებზე პოლიტიკური ქულების დაგროვების შანსი არ აქვს.

„ეს ის ხალხია, ვინც უკრაინაში ჩარტერული რეისებით მებრძოლების გაგზავნისკენ მოგვიწოდებდა, რაც პირდაპირ საომარ მოქმედებებში ჩართვას ნიშნავდა და რაც ევროკავშირის არც ერთმა ქვეყანამ არ გააკეთა იმ ფორმით, რასაც ჩვენგან ითხოვდნენ. სწორედ ეს ხალხი ითხოვდა, რომ ჩვენს ქვეყანას სტატუსი არ მიეღო. ეს ის ხალხია, რომელსაც მიზანმიმართულად სურს, რომ ქვეყანაში ისეთი რამე მოხდეს, რაც ხელისუფლებას დისკომფორტს შეუქმნის, რომ მძიმე მდგომარეობაში ჩადგეს, რადგან ისე ხელისუფლებაში ვერ მოდიან. მათ არ აქვთ შანსი, რომ პოლიტიკური ქულები დააგროვონ არჩევნებზე”, –  განაცხადა ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები