თბილისში იან მაკსინის კონცერტი გაიმართება
26 იანვარს, 20:00 საათზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ცნობილი ამერიკელი ვიოლონჩელისტის, კომპოზიტორისა და ვოკალისტის, იან მაქსინის კონცერტი გაიმართება.
იან მაქსინი, რომელიც ოცდაათზე მეტ ენაზე მღერის, კვლავ ეწვევა საქართველოს მისი ახალი ალბომის Amor Renatus-ის გამოშვებისადმი მიძღვნილი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში.
„მუსიკა, შთაგონებული ვივალდის, მოცარტის და პიაცოლას ხელოვნებით, გამდიდრებული აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და ბალკანეთის ხალხური მუსიკის ელემენტებით, მსმენელს გაიტაცებს მუსიკალურ მოგზაურობაში ახალ სამყაროში, დროისა და სივრცის განზომილებების მიღმა.
ახალი ალბომის მუსიკის გარდა, კონცერტის მეორე ნახევარში, იან მაქსინი შეასრულებს სხვა ორიგინალურ ინსტრუმენტულ კომპოზიციებს და სიმღერებს მისი კოლექციიდან, რომელიც უკვე 200-ზე მეტ სიმღერას ითვლის 31 ენაზე“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.