გურიაში, სოფელ ლაშისღელეში სადრენაჟე სისტემის წმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს მელიორაცია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, რიონის მარცხენა სანაპიროს დამშრობი სისტემის მოწესრიგების სამუშაოებს ახორციელებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ნატანი მასისა და ქვა-ღორღისგან 1, 7 კმ სიგრძის სადრენაჟე კოლექტორი იწმინდება.
ჩატარებული სამუშაოები კოლექტორში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს, საპროექტო პარამეტრებში აღდგება აღნიშნული კოლექტორის კალაპოტი, შედეგად, უხვი ნალექის დროს, დაახლოებით 50 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობის, საკარმიდამო ეზოებისა და საცხოვრებელი სახლების დატბორვის საფრთხე აღარ იარსებებს.
მიმდინარე სამუშაოები, რომელსაც კომპანია ატარებს, თებერვალში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები