ოკუპანტებმა ოდესა დაბომბეს – არიან დაშავებულები

რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით ოდესაზე “შაჰედებით” იერიში მიიტანეს. უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ 10 დრონის განადგურება შეძლეს.

აღინიშნება, რომ 15-წუთიანი შუალედით იერიშის ორი ტალღა იყო, დაშავებულია 6 ადამიანი.

ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ კიპერმა თავდასხმის შედეგად ქალაქისთვის მიყენებული ზიანის ამსახველი ფოტომასალა გაავრცელა.

მისივე თქმით, ერთ-ერთი დრონი ნაწილობრივ დასახლებულ მრავალსართულიან ახალ შენობას დაეჯახა და ხანძარი გამოიწვია. დაზიანდა რამდენიმე ბინა, ერთმა პირმა დამწვრობა მიიღო და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კიდევ ერთი ჩამოგდებული დრონი ორსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავს დაეცა.

იმავე საცხოვრებელ უბანში ჩამოვარდნილი დრონის აფეთქების ტალღამ სახლებში მინები ჩაამსხვრია, ოთხი ადამიანი დაშავდა.

კიდევ ერთი დრონი ოდესის სამრეწველო რაიონში ავეჯის ქარხნის საწყობს დაეჯახა, სადაც ძლიერი ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი მამაკაცი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები